ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტიკური პატიმრების დაკავებებს - ევროპარლამენტარი საქართველოზე

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრამერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში „ქართული ოცნება“ დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს.

„ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტიკური პატიმრების დაკავებებს , 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ახლა პატიმრობაში. ამ ქმედებების გამო რისკის ქვეშ ჩვენი უსაფრთხოებაც დგას. საქართველოს მთავრობა ევროკავშირში წევრობის გზაზე არ დგას, ისინი არ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით", - განაცხადა კრამერმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები