სირცხვილის დილა გაუთენდა ყველა ქართველ პატრიოტს დღეს - სანდრო კაკულია





...
სირცხვილის დილა გაუთენდა ყველა ქართველ პატრიოტს დღეს, - ეს განცხადება დღეს, მსახიობმა სანდრო კაკულიამ გააკეთა.
მისი თქმით, ძალიან სამარცხვინოა განცხადებები, სადაც „ქართული ოცნება“ ვერ ახსენებს რუსეთს.
„სირცხვილის დილა გაუთენდა ყველა ქართველ პატრიოტს დღეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წავიკითხეთ განცხადებები, სადაც ხელისუფლება ვერ ახსენებს რუსეთს. ეგ დროც მოვიდა. დღეს ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი, რომ რამდენ რამეზე მოგვიქია მაგის თქმა, რომ "აი, ეგ დღეც გათენდა საქართველოში, ესეც მოხდა, კიდევ რა უნდა მოხდეს?" და აი, ეს მოხდა, რომ გაქრა რუსეთი როგორც მტერი, ამის დეფინიცია ჩვენი ლექსიკონიდან. უცხო ძალად მოინათლა. მე მგონია, რომ თუკი ვინმეს უცხო ძალა შეიძლება, ეწოდოს საქართველოში, კობახიძე და ეს მთავრობაა, - განაცხადა კაკულიამ.