საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს





...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრიმლებმა, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
„ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 2002 წელს დაბადებული ა.ე., 2003 წელს დაბადებული ს.ა. და 1981 წელს დაბადებული ი.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.