ლევან მაჭავარიანი კადიროვის მრჩეველთან მეგობრობს?





...
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ლევან მაჭავარიანი, რამზან კადიროვის მრჩევლის, ლევ დენგოვის მეგობარია.
მაჭავარიანის და დენგოვის ახლო ურთიერთობას, დენგოვის მეუღლის, ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო მოწმობს, სადაც დენგოვი და მაჭავარიანი ერთად პოზირებენ.
ცნობისთვის, დენგოვს რუსული პრესა კადიროვის თანაშემწედ მოიხსენიებს.
„ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანაშემწეს, ლევ დენგოვს - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ლიბიის დასახლებასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელს - დღეს ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა", - ვკითხულობთ „რუსეთის გაზეთის“ 2018 წელის, 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალაში.