ანატოლი გიგაური აცხადებს, რომ პოლიციაში ის ცემეს, რის შედეგად თავში ჰემატომა განუვითარდა

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სინდისის პატიმარმა ანატოლი გიგაურმა, რომელიც პოლიციელზე ტავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი დაადანაშაულა, რომ მის ოტანში პოლიციელმა ცემა, რის შემდეგაც ტავში  ჰემატომა განუვიტარდა.

 სასამრთლო სხდომაზე, რომელიც თბილისი საქალაქო სასამართლოსი მიმდინარეობს, პროკურატური მოწმეები იკითხება.  დღევანდელ პროცესზე საქმის გამომძიებლები - თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი დაიკითხნენ. ვახტანგ დაბრუნდაშვილის თქმით, ანატოლი გიგაურმა, რომელიც პოლიციელ ვახტანგ გაბუნიაზე თავდასხმაშია ბრალდებული, უარი განაცხადა დაკითხვაზე.

მისივე თქმით, ანატოლი გიგაურს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებისას დაეცა და მაშინ მიიღო დაზიანებები.

ანატოლი გიგაურმა განაცხადა რომ გამომძიწებელი იტყუება, ის დუმილის უფლებას იყენებდა და მსგჰავსი რამ გამომძიებლისთვის არ უთქვამს, ამასთან, გამომძიებლის ოტახში მასზე იძალადა პოლიციელმა გაბუნიამ, რომელიც ასევე ძალადობდა მის მიმართ აქციაზე, თავად კი თავს იცავდა.   ანატოლი გიგაურის თქმით, პოლიციაში ის გააშიშვლეს. 

„გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

სინდისის პატიმრის ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს, მისივე თმით, დაკავებამდე გიგაურს პოლიცია სცემდა, ის კი აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა