მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია - მამუკა მდინარაძე გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმაზე





...
მიზანი გახლდათ სამხედრო ესკალაცია და მაშინაც გადავრჩით იმ შემთხვევაშიც ძალიან დიდ უბედურებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, საქართია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ ჩორჩანას საგუშაგოს დადმასთან დაკავშირებით
მდინარაძის თქმით, ეს იყო კარგად დაგეგმილი დავალების შესრულება.
„მიზანი ამ ნაბიჯის იყო სამხედრო ესკალაცია. როდესაც შენ ჩუმად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც ფორმალურადაც, რეალურადაც, პრაქტიკულადაც, სჭირდება ყველას - მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენება, უსაფრთხოების სამსახურების საქმის კურსში ჩაყენება და თვითნებურად, დავალების შესაბამისად, პოსტს, საგუშაგოს აშენებ ისე, რომ ზუსტად გაქვს გათვითცნობიერებული იმ შემთხვევაში ასეთ მოქმედებას რა შეიძლება მოჰყვეს - რაც მოჰყვა, მხოლოდ ის კი არ იყო მიზანი, მოჰყვა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში შემოიწია, მაგრამ მიზანი გახლდათ სამხედრო ესკალაცია და მაშინაც გადავრჩით იმ შემთხვევაშიც ძალიან დიდ უბედურებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე იყო გახარიას მხილების დღე.
„ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის აგენტურულ საქმიანობაში, როდესაც მან მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადავრჩით, მაგრამ, შედეგად მაინც უდიდესი ნეგატივი მივიღეთ, როდესაც საოკუპაციო ხაზის აქეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაში შემოიწია საოკუპაციო საზღვარმა, რაც სხვა შემთხვევებში არ ფიქსირდება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.