გახარი არის ობოლი ქოცი, რომელიც გამოაგდეს - გიგი უგულავა





...
ენმ-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიგი უგულავა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ობოლ ქოცს უწოდებს.
მისი თქმით, გახარიას გუშინდელი ქმედების შემდგომ, საჭიროა მოხდეს კიდევ ერთხელ იმის გაცხადება მისი მხრიდან, თუ ვის ბანაკშია გახარია.
„იქ სადღაც ჯურღმულში მიღებული გადაწყვეტილება, თუ არ მოგწონდათ ეგ გადაწყვეტილება რატომ იღებდით? გახარია არის ობოლი ქოცი, რომელიც გამოაგდეს იმ საქოცეთიდან, ობოლი ქოცია მეტი კი არაფერი, ობოლი ქოცია. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ მაგ პარლამენტიდან არცერთი პარტია არ იყურება, მაგრამ ამ ქოცში, რომ ზის უნდა სხვებიც გათხვაროს. ეს ჭორაობა იყო მომზადება, რაღაც კიდევ უფრო დიდი ღალატისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე შეეტენოს ისე, ყოველგვარი პირობების გარეშე და როგორც „იაბლოკო“ და „ელ დე პე ერ“ პუტინს უპრავებენ არჩევნებს, აი ამისთვის ემზადება, კატასტროფისთვის ემზადება.
ისიც უნდა განგვიმარტოს ქოცია თუ, ევროქოცია, რა განსხვავებაა მისსა და ბიძინა ივანიშვილს შაპიტოს, მავნებლებს შორის. ეს ზღვარი წაიშალა და ეს სიცხადე მან თავიდან უნდა შემოიტანოს, სხვანაირად ურთიერთობა ძალიან გაჭირდება:, -განახადა უგულავამ.
ცნობისთვის, გუშინ, 14 აპრილს, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა და თეა წულუკიანის შეკითხვებს უპასუხა.