რა საქმე ჩაფარცხა თეა წულუკიანმა და რატომ მფარველობს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ქუჩის ბიჭებს?





...
ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილ მეუღლეებზე, მოქმედ მეუღლეებზე, აქვს მინდა რომ დაგისვა ეს შეკითხვა. როდესაც ნუგზარ კაკულია, იგივე ნუგო სცემეს სასიკვდილოდ, იმიტომ, რომ ე.წ. ოფშიაკის ფული მოიპარა, რატომ გადაამეტე საკუთარ უფლება-მოსილების, რატომ დარეკე პოლიციაში და რატომ გამოუშვი ყველა ის ბიჭი, ქუჩის ბიჭები და მათ შორის ბუნებრივია არ დააწერინე შენს ქმარს ჩვენება, უარი თქვი, ქალმა რომელმაც იუსტიციის მინისტრი იყავი, უარი თქვი, რომ შენს მეუღლეს მიეცა ჩვენება და ეს საქმე ისე მიფარცხე, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და შენს მეუღლე ნუგოს, იმ ბიჭებმა ფული ჩაატანინეს, - ასე პასუხობს სოციალრ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის და დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს, თეა წულუკიანის დღევანდელ, 15 აპრილის განცხადება, სადაც მან ნანუკა ჟორჟოლიანი ახსენა.
ჟორჟოლიანი, წულუკიანს დეტალურად ახსენებს იმ ამბავს, რომელიც მის მეუღლეს (უკვე ყოფილს) ნუგზარ კაკულიას შეემთხვა და რომლის გადაფარვაში და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვებაში, მთავარი როლი თავად თეა წულუკიანმა იკისრა.
ჟორჟოლიანის თქმით, თუ მას საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებენ, ის მზად არის სალები და გვარებიც კი დაასახელოს იმ პირების, რომლებიც ამ საქმის ფიგურანტები არიან.
„მოდი რაღაცნაირი ბალანსი, რომ დავიცვათ, მე ხომ მოვყევი ამბავი როგორც იყო და ნაწილობრივ დავუდასტურე ის რაც არსებობს და ამას ვერსად ვერ წავიღებ, ახლა მინდა, რომ შენც უპასუხო ასეთ ფორმატს და მოგვიყვე, როდესაც ოფშიაკის ფული გაქრა და შენი მეუღლე სცემეს და თუ კომისია ამ თემზე დამიბარებს მე შემიძლია სხვები და გვარები დავასახელო იმ ბიჭების, თუ კომისია დამიბარებს. რატომ დარეკე პოლიციაში, როდესაც პოლიციის მანქანაში ჩაჯენილი ბიჭები გზიდან რომ გადმოვატანინე და რატომ გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ სენს მეუღლე ნუგოს ჩვენება გამოეტანა და ქუჩის ბიჭები არ დაეჭირათ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა facebook live-ში.