თუ იყო ჩვენი მომხრე, კომისიაზე არ უნდა მისულიყო - ნანი წულაია გახარიაზე





...
გახარია თუ პარლამენტში შევიდა, და თუ ჩვენი შვილებით ვაჭრობა მოხდა და ამის ფონზე განხორციელდა ეს ყველაფერი, ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ,- ამ განცხადებას ,,გქხარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მისამართით, ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დედა, ნანი წულაია აკეთებს.
მისი თქმით, გიორგი გახარია არ უნდა მისულიყო კომისიაზე.
„თუ იყო ჩვენი მომხრე, კომისიაზე არ უნდა მისულიყო, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს. ბოლოს, შეხვედრა რომ გვქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, გახარია ცოცხალი თავით არ შეგხვდა, ის ჩვენთან არ გამოცხადებულა. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, ახლა კი მყარად ვფიქრობ, რომ მე მგონი შევა (ქართული ოცნების პარლამენტში) შევა.
ყველა დედის აზრი ერთნაირია, თუმცა მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ გახარია თუ პარლამენტში შევიდა, და თუ ჩვენი შვილებით ვაჭრობა მოხდა და ამის ფონზე განხორციელდა ეს ყველაფერი, ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ. პირადად, არავის ვაპატიებ და არავის ვუსურვებ გამწარებული დედის წინაშე დადგომას"- განაცხადა წულაიამ.