ჯონდი ბაღათურიას პროფესია ყოველთვის ცილისმწამებლობა და ინტრიგნობა იყო - ანი ნადარეიშვილი

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯონდი ბაღათურიას პროფესია ყოველთვის ცილისმწამებლობა და ინტრიგნობა იყო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

„ჯონდი ბაღათურიაზე გამახსენდა…

ჯონდი ბაღათურიას პროფესია ყოველთვის ცილისმწამებლობა და ინტრიგნობა იყო. როგორც მახსოვს პარტია ედპ-დან გარიცხეს და ასლან აბაშიძის “აღორძინებაში” გადაბარგდა. მე ამ

უკანასკნელიდან უფრო მახსოვს. ვინაიდან მამაჩემს და ასლან აბაშიძეს მწვავე დაპირისპირება ქონდათ, მაგ პარტიაში გადაბარგების მერე დაიწყო მამაჩემის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კამპანია, კარგად მახსოვს, როგორ დარბოდა ტელევიზიებში და გაზეთებში რაღაც გაურკვეველი მშენებარე სასახლეების ფოტოებით და გაიძახოდა - კორუმპირებული თამაზ ნადარეიშვილი დევნილების ფულით სასახლეებს იშენებსო. ეს დიდხანს გრძელდებოდა და ბოლოს მამაჩემმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ჯონდის წინააღმდეგ და მოიგო კიდეც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, უდიდესი ტყუილი იყო და სასახლეები ვერ მოიძებნა. რამდენიმე ათასის გადახდაც კი დააკისრეს ჯონდის მამაჩემის სასარგებლოდ, მაგრამ არ გადაიხადა, თხოვა - ოჯახის წევრი მყავს ცუდადო და ვერ გადავიხდიო, რა თქმა უნდა, მამაჩემიც შევიდა მის მდგომარეობაში.

მეგონა, მაშინ რაღაც ადამიანური გაიღვიძებდა მასში და მოეშვებოდა “დამპლურ თამაშებს”, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალეებით ვმოძრაობდი“, - წერს ნადარეიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა