როდესაც ხელისუფლების „სასარგებლოდ მოქმედებ“ არავინ დაგსჯის უკანონობისთვის - ირაკლი კუპრაძე

სულ ნახვები : 356
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გახდეს უფრო მძაფრი, რათა შესაძლებლობა არ მოგვეცეს ვისაუბროთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სიღარიბე, ჯანდაცვა და განათლება“, - ამის შესახებ პარტია ,,ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ CNews-ს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების სააწინააღმდეგო შნაარსის პლაკატების გაკვრას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაყოს ორ პოლუსად, ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს, საკუთარი თავი.

„ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ მიყავს ,,ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო დაპირისპირებამდე საზოგადოება, რომელსაც ის, მუდმივად ყოფს ორ ნაწილად, ერთს მხარეს აყენებს ყოფილ ხელისუფლებას და მეორე მხარეს, მხოლოდ საკუთარ თავს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ, არც ,,ქართული ოცნება“ და არც ,,ნაციონალური მოძრაობა“, მათ არსებობას არც კი განიხილავს, ასეთები კი, ძალიან ბევერნი არიან. „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გახდეს იმდენად მძაფრი, რომ შესაძლებლობა არ მოგვეცეს ვისაუბროთ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: სიღარიბე, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ამ დაპირისპირების გამოვლენა ხდება ბევრგან. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, ძალადობენ მოქალაქეებსა და პარტიულ აქტივისტებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, მიიღოს უფრო სხვა ფორმა და მოხდეს დიდი სისხვლისღვრა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, - განუცხადა CNews-ს კუპრაძემ.

_ ირაკლი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, ვგულისხმობ წულუკიანის ქმედებას, როდესაც მან ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, იყო წამახალისებელი და მწვანე შუქის ანთება, როგორც ჟურნალისტების, ასევე უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ. რა მესიჯები დაინახეთ თქვენ?

_ რა თქმა უნდა, დაუსჯელობის სინდრომი, ეს არის კარგად გამჯდარი განცდა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, ოღონდ დაუსჯელობის მათთვის, ვინც მათი მომხრეა. თეა წულუკიანმა ნათლად გვაჩვენა, რომ შეიძლება ჟურნალისტს წაართვა მიკროფონი, შეუზღუდო ჟურნალისტური საქმიანობის გახორციელება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და პოლიცია ნახო, რაც არ უნდა უხერხულად ჟღერდეს „დაჩმორებული“, რომელსც რეაგირების საშუალებაც კი არ გააჩნია და სცენიდან იპოზიოროს თეა წულუკიანმა, იმავე გატაცებული,  თუ მოპარული მიკროფონით და ისაუბროს გაურკვეველი პარტიული და ამაზრზენი ტექსტებით.

ეს არის სიგნალი ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის, რომ მათ შეუძლიათ იძალადონ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე და მათ პასუხს არავინ არ მოსთხოვს. ასევე, სიმპტომატური იყო ის, რაც ვნახეთ ხატია დეკანოიძის და ჟურნალისტების მიმართ. არ გამკვირვებია ის რომ ,,ოცნების“ მხარდამჭერები უღირსი დამოკიდებულებით გამოირჩევიან საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ, სხვების მიმართ. იქ იყო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმპტომატური ფაქტორი, როდესაც დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციას გამოიძახებს და ეს ადამიანი პასუხობს - ვის ეშინია მერე პოლიციის.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა, იმ ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე მეტად მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ხელისუფლების ,,სასარგებლოდ მოქმედებ“, არავინ დაგსჯის უკანონობის გამო.

_ ხატია დეკანოიძემ, მომხდარიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სტატუსიც კი დაწერა, რომ სამართალდამცავების მხრიდან მომხდარზე არ ყოფილა რეაგირება. რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ და საზოგადოებამ, რომ მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩეს?

_ დღეს მომხდარი ფაქტი, ხატია დეკანოიძის მიმართ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია, დამატებით მიუთითებს მსგავს ფაქტორებზე, სადაც ,,ქართული ოცნების“ ტროლ-გულშემატკივრები, რომლებიც მოძლადადეებად იქცნენ, უკვე საჯაროდ ქუჩაში, კამერების წინაშე აგინებენ ოპოზიციონერებს და ძალადობენ მათზე. ამ ყველაფერს ხელს უწყობს „ოცნების“ წამყვანი პირები განსაკუთრებით კი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები იმაში, რომ მოხდეს დემონიზება მთელი ქვყენის, საზოგადოების და როგორც მინიმუმ, ეს ყველაფერი გადაიზარდოს მუდმივ შიშში და ტერორში, რომ არცერთ ოპოციონერ მოქალაქეს, არ ქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს არის მოძალადე ხელისუფლება, რომელიც საოგადოებას დაყოფისკენ მოუწოდებს. ამ ყველაფერთან საბრძოლველად საჭიროა ერთი რამ: ერთიანი, დისკუსული საერთო ფრონტი და არა გაერთიანება ერთ პარტიად, რადგან „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და მათ მიმართ ამუშავდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

_ გაქვთ იმის განცდა, რომ საბოლოდ მოხდება მოძლადეების და მათი წამხალისებლების დასჯა?

_ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს პროკურატურაში, თუ სხვადასხვა უწყებებში, განცხადების შეტანა. არ გვჯერა, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებენ და თუ გამოიძიებენ გამოიძიებენ ობიექტურად. ვხედავთ, რომ მსხვერპლებს ადებენ ხელს, როგორც მოძალადეებს და ბრალდებულებს, ბევრი ასეთი საქმე ვიცით ჩვენს გარშემო, უბრალოდ ეს დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა იდოს საქართველოს პროკურატურაში,  აუდიტის სამსახურში, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებს უკავშირდება, რადგან მოვა დრო, როდესაც ყველას მოეთხოვება პასუხი. თუ, ჩვენ, ერთხელ და სამუდამოდ არ გავფანტეთ ეს დაუსჯელობის სინდრომი და პოლიტიკური გარიგებები არ გადავდეთ გვერდზე, ჩვენ არ გვექნება განცდა, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა