ბატონი გახარია ივანიშვილზე განაწყენდა იმიტომ, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები - ნიკა მელია





...
ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები - აცხადებს ნიკა მელია, რითაც, წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას ეხმაურება.
"ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები. ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა დავეკავებინე ვასილ მაღლაფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებინა პრემიერ მინისტრს ვასილ მაღლაფერიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, სუბართან და სხვებთან, ეს რა შუაში იყო.
ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-20 წლებში არსებობდნენ და დღესაც ხომ არსებობს და არსებობს, ბევრმა ვიცოდით და ბევრმა არა. ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია. არც ის იქნება ჩემი ამოცანა, რომ მომავალში თავს დავესხა ქალბატონ ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოტბეს და დასაყრდენ ბურჯებს. ის რომ მე სამსაჯური სახელმწიფოს ვესროლე არის სიყალბე და ტყუილი, რაზედაც თანხმდებოდა გუშინდელი “ოცნების“ ორივე მხარე. მე ის სამაჯური ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ოლიგარქიას. გამოწვევა სახელმწიფოს კი არა ოლიგარქიას გავუკეთე, რომელსაც ახლა თავად გახარია სამართლიანად აკრიტიკებ" -ამბობს მელია.