ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით - გიორგი გახარია





...
"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ პარტია ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მისი პარტიის და მათი ამომრჩევლების გადასაწყვეტია.
"გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადსაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“,- განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ნამდვილად ემზადებიან თუ არა ისინი მუნიციპალური არჩევნებისთვის, გახარია ამბობს:
“კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ვემზადებით,ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“.