ჩემი იქ მისვლით ამ კომისიამ პირიქით, დელეგიტიმაცია განიცადა, მანდატი დაკარგა - გიორგი გახარია





...
ჩემი იქ მისვლით ამ კომისიამ პირიქით, დელეგიტიმაცია განიცადა, მანდატი დაკარგა - აცხადებს გიორგი გახარია ოცნების საგამოძიებო კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დღევანდელი ხელოისუფლება ამ კომისსიას იყენებს ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ:
" ჩემი იქ მისვლით ამ კომისიამ პირიქით, დელეგიტიმაცია განიცადა, მანდატი დაკარგა, ამ კომისიის მანდატი გახლდათ პარტიების და მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის გაუქმება, ზუსტად ერთ საათში, ორ საათში, ჩემი იქიდან გამოსვლის შემდეგ, გამოვიდა ერთერთი მათგანი და თქვა, რომ აღარ აუქმებენ ამ პარტიას და რაღაცა იბოდა.
ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ - ჩვენ მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ბოიკოტში ვართ, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ვუსმენთ, არ ვუსმენთ, გფაქტია, რომ დღევანდელი ხელოისუფლება ამ კომისსიას იყენებს ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ, ეს კომისია იყენებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და ფსიქოლიგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებს, ეს კომისია თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ თუ ამ ჰიბრიდულ ომს არ შევებრძოლეთ, არ შევეწინააღმდეგთ, მერე გვეტყვიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოით და ამასაც შევეგუებით, მერე გვეტყვიან, რომ ჩვენს მიწაზე ომი ჩვენ დავიწყეღ და ამასაც შევეგუებით, მერე გვეტყვიან, რომ ანწუხელიძის გმირობა გმირობა კი არ არის, შემთხვევითობაა და ამასაც მოგვიწევს, რომ შევეგუოთ და თუ ვინმეს ურჩევნია, რომ დისკომფორტი არ განიცადოს, იქ არ მივიდეს და ამ ყველაფერს თავი აარიდოს, მე ასე არ ვარ. თქვენ თუ გგონიათ, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყო, არაფერი სასიამოვნო არ იყო" - ამბობს გიორგი გახარია.