რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი 3 მაისს შესრულდება

სულ ნახვები :
270




...
რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და პირველი რეისი 3 მაისს შესრულდება.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რეისს ავიაკომპანია UVT AERO-შეასრულებს, ხოლო ავიაკომპანია Ikar-ის რეისები - ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით 6 მაისიდან დაიწყება.
აღნიშნული ავიაკომპანიები ევროკავშირის მხრიდან სანქცირებულები არიან - მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება ეკრძალებათ.