ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია

სულ ნახვები :
258




...
ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღნიშნული მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხეა.