ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 427
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

იგი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ კონგრესზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.

“ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხვდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი.

რეზოლუცია მოითხოვს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას იმისთვის, რომ შევაკავოთ რუსული რეჟიმი და საქართველო დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, ამისთვის უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საუბარია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამიტომ ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა