ინტერის მწვრთნელი სიმონე ინძაგი და ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ მაფიასთან სავარაუდო კავშირების გამო დასაჯეს

სულ ნახვები :
2,704




...
ინტერის მწვრთნელი სიმონე ინძაგი და ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ მაფიასთან სავარაუდო კავშირების გამო ერთი მატჩით დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ. გარდა ამისა, ისინი ჯარიმას გადაიხდიან.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ინძაგი და ჩალჰანოღლუ მაფიოზურ ოჯახებთან დაკავშირებულ ულტრასებთან კონტაქტში იყვნენ 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ დამატებითი ბილეთების განაწილებასთან დაკავშირებით.
ინძაგი 15 000 ევროთი დააჯარიმეს, ჩალჰანოღლუ 30 000 ევროთი. ისინი სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს ვერონასთან (3 მაისი) გამოტოვებენ.