ლევან ბერძენაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 571
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წლების განმავლობაში თელავში კვლავ მოუგვარებელ საკითხად რჩება მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც ამ პრობლემის  უშუალო მსხვერპლი ბევრჯერ გამხდარა, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვა, თუმცა - უშედეგოდ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 740 000 ლარი გამოიყო. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის 200 000 ლარი; ძაღლების თავშესაფრის მოწყობის სამუშაოების, საზედამხედევლო დოკუმენტაციის შეძენისთვის -540 000 ლარი. ამ თანხობრივი ჩამონათვალის მიუხედავად, საქმე ადგილიდან ან დაძრულა.  

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, ხშირია მიუსაფარი ძაღლების მხრიდან მოქალაქეების დაკბენის და მათი შეშინების ფაქტები.

„გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ასეულობით ათასი ლარი, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების დროებით თავშესაფარში გადასაყვანად და მათი ვეტერინარული მომსახურებისათვის. აგრეთვე 2025 წელსაც თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილია 740 000 ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველებისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის და მათთვის ახალი თავშესაფარის მოწყობის მიზნით. მიუხედავად აღნიშნულისა თელავის მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა ისევ გადაუჭრელია და მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ხშირია მიუსაფარი ძაღლების მხრიდან მოქალაქეების დაკბენის და მათი შეშინების ფაქტები. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ვერ გადაიჭრა, რაც თელავის მუნიციპალიტეტის არაეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს“, - აცხადებს ლევან ბერძენაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა