ახალციხის კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

სულ ნახვები :
559




…
გამოცემა "სამხრეთ კარიბჭეს” ცნობით, ახალციხეში, კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მედია ერთ-ერთი ვერსიის თანახმად წერს, რომ როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
"სამხრეთ კარიბჭის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.