რატომ აღარ გრძელდება მედიის პროტესტი - ნინო ჯანგირაშვილი განმარტებას აკეთებს

სულ ნახვები : 8,226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მედიის პროტესტი რომ გაგრძელდება, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ უნდა ჩნდებოდეს,“ - განაცხადა დღეს, 26 ივლისს, CNews-თან საუბრისას ჟურნალისტმა, ტვ „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა. CNews ჯანგირაშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც საზოგადოებაში შეიქმნა ერთგვარი განცდა, რომ მედიამ პროტესტი შეწყვიტა.

ჯანგირაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი პროტესტის ფორმებზე მუშაობს. მისივე თქმით, აქციებს ყოველდღიური სახე არ ექნება, რადგან ეს არც თავდაპირველად ყოფილა ჩაფიქრებული.

,,მე ყველას მაგივრად ვერ გიპასუხებთ, მით უმეტეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შედარებით გამოთიშული ვარ ამ პროცესებისგან, თუმცა მედიის პროტესტი რომ გაგრძელდება, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ უნდა ჩნდებოდეს. ყოველ დღე ქუჩაში დგომა და მასობრივი პროტესტი რომ გაგვემართა, ეს არც თავიდან ყოფილა ჩაფიქრებული“, - განუცხადა ჯანგირაშვილმა CNews-ს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა