მღვდელ-მონაზონი შიო უბილავა ქურდული სიმღერების შესრულებისთვის შენდობას ითხოვს

სულ ნახვები : 764
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შენდობას ვითხოვ, პირველ რიგში  მეუფესთან ჩემს პირად მოძღვართან, შემდგეგ ჩემი ქვეყნის და დედა ეკლესიის წინაშე. სერიოზული ვიდეო არ ყოფილა, მაგრამ მაინც აჟიოტაჟი გამოიწვია. შესაბამისად ამ ყველაფრის გამო  ვითხოვ შენდობას", - წერს სოციალურ ქსელში მღვდელ-მონაზონი შიო უბილავა.

საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი სკანდალი გამოუწვია.

გავრცელებულ ვიდეოში შიო უბილავა ე.წ. ქურდულ სიმღერას „ციხეში ვარ, მაინც შენ მელანდები. კამერაში ვარ, მოგელი მალე“, - მღერის.

უბილავა წერს, ვიდეო მის დაბადების დღეზეა გადაღებული.

„მქონდა დაბადების დღე და მეგონა ყველა ჩემი ოაჯახის წევრი იყო ტრაპეზზე და ამიტომ გავკადნიერდი და გავთამამდი. მდგომარეობა მტერმა ბოროტად გამოიყენა. არ ვამართლებ ჩემს საქციელს, მაგრამ ძალიან ბევრი გამოჩნდა, ვინ ჩემი მტერი იყო და ვინ მოყვარე. კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ და მზად ვარ მივიღო ყველანაირი სასჯელი".

„მოზაიკის“ განმარტებით  შიო უბილავა 2024 წლის 14 ოქტომბრიდან ძამას ხეობაში მდებარე პარეხის წმინდა იოანე მოწყალის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა