MEGOBARI აქტს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა და მეტი არაფერი - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 576
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2- ის ეთერში, მეგობარ აქტზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა.

მას მიაჩნია, რომ  ამერიკის პრეზიდენტს, არავისგან უფლებამოსილება არ სჭირდება თუ კი ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს.

"სინამდვილეში ამ დოკუმენტს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, მეტი არაფერი. სინამდვილეში ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტს, არავისგან უფლებამოსილება არ სჭირდება თუ კი ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს. ერთი ეს და მეორე  ამერიკის პრეზიდენტს, მათ შორის  ეს აქტი ვერ დაავალდებულებს სანქციების დაწესებას. წერტილი!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა