პოლიციელი გიორგი ზაბახიძე 3 საათი იკითხებოდა პროცესზე, სადაც მის საქმესთან შემხებლობაში არავინ არ არის

სულ ნახვები : 77
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გიორგი ზაბახიძე 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა სინდისის პატიმრების პროცესზე, თუმცა მის საქმესთან შემხებლობაში განსასჯელის სკამზე მყოფ 11 პირიდან არცერთი არ არის.

მოწმემ პოლიციელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან 28 ნოემბერს  აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვით ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებიდან არცერთ  28 ნოემბრის ეპიზოდს ძიება არ ედავება.

ამასთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ადამიანურად გული მწყდება, რომ ადამიანმა მხედველობა დაკარგა, თუმცა მეორე მხარეს ვინ ვართ  წვლილი არ მიგვიძღვის ამაში“.

„არავინ ჩვენ არ დაგვიზიანებია.... მგონია, რომ ეს ადამიანიც შეყვანილია შეცდომაში. არც ამ ადამიანებთან და არც დანარჩენებთან, რომლებიც შემოვლენ, შემხებლობა არ გვქონია. სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ადამიანების დაზიანებასთან შემხებლობა არ გვქონია და სასამართლოს შეცდომაა.

ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დააკლდა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

პოლიციელს კითხვით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ.

მან ზაბახიძეს ჰკითხა, გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ მას სპეცრაზმელის მხრიდან ნასროლი ნივთი მოხვდა? აღნიშნულს პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა