იანვარ-მარტში ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა - გიორგი კაკაურიძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  გიორგი კაკაურიძემ განაცხადა,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 %, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.3 % შეადგინა. რეალური მშპ-ს ზრდა იანვარში 11.1 %, ხოლო თებერვალში - 7.7 % დაფიქსირდა.

2025 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.7%-ის  დონეზეა.

2025 წლის მარტში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.2 %-ით გამყარდა და 2.78 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გაუფასურდა 1.4 %-ით.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 618.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.

2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი  განისაზღვრა 5 581 211.3 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.

„რაც შეეხება უწყებების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, ახლად ჩამოყალიბებული  კულტურის სამინისტროს შემთხვევაში, 45 მლნ ლარია ათვისებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პროგრამა შეფერხებულია. ყველა პროგრამა აქტიურ ფაზაშია და მეორე კვარტალშიც კარგი მაჩვენებელი იქნება.  საგარეო საქმეთა სამინისტროს  ჯამში 50, 2 მლნ. ლარი აქვს ათვისებული. დიასპორის ნაწილში, პირველ კვარტალში არ ყოფილა აქტივობები, რადგან მეორე და მესამე კვარტალშია დაგეგმილი ღონისძიებები. სპორტის ნაწილში შესრულება  73 მლნ ლარზე მეტია. ჩემპიონატები დაგეგმილია მეორე- მესამე კვარტალში და ამ მიმართულებითაც არ გვაქვს შეფერხება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები