ირაკლი დგებუაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ





...
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ სასამართლო მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ამის შესახემ მანმ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას მზია ამაღლობელისგან ბოდიოშის მოხდა არ მოუთხოვია.
„თუ ქალბატონი მზია სასამართლოს საშუალებას მისცემს მის მიმართ სამართლებრივად გამოყენებულ იქნას ჰუმანური აქტი, საპროცესო შეთანხმება ან სხვა რა რამ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია... რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია იქნება დადებითი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა, ამის საფუძველს ქალბატონი მზია მისცემს - არ ვგულისხმობ ჩემს, ირაკლი დგებუაძის მიმართ ბოდიშის მოხდას", - განაცხადა დგებუაძემ.