რომის პაპმა ვატიკანში პირველი მესა ჩაატარა

სულ ნახვები :
84




...
ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეო XIV ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში კარდინალების კოლეგიასთან ერთად პირველი მესა ჩაატარა.
„ჩემს სიტყვას ინგლისურად დავიწყებ, ხოლო შემდეგ იტალიურად გავაგრძელებ. მსურს ფსალმუნით დავიწყო და ღვთისადმი ლოცვა აღვავლინო, იმიტომ რომ ის საოცრებებს სჩადიოდა“, - აღნიშნა ლეო XIV-მ.
ცნობისთვის, კარდინალების კონკლავმა გუშინ, 8 მაისს, ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.