„ქართული ოცნება“ არჩევნებს 64-ივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს - ბოჟაძე





...
26 ოქტომბერს მიღებული შედეგები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ არჩევნებს ბევრ საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” პარლამენტის წარმომადგენელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
„ოპოზიცია არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას, თუ ერთად, შედეგი იგივე იქნება, რაც დანარჩენ ცხრა არჩევნებზე იყო – მარცხი. „ქართული ოცნება“ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს. ოპოზიცია არჩევნებში იმ მიზნით არ მიიღებს მონაწილეობას, რომ 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს. 26 ოქტომბერს მიღებული შედეგები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ არჩევნებს ბევრ საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ. მერებზე 50-პროცენტიანი ბარიერი არსებობს და შეიძლება, რომელიმე ოლქში მეორე ტური დაინიშნოს, რაც დემოკრატიის ნაწილია. არ ვამბობთ, რომ ყველგან ყველაფერს პირველივე ტურში მოვიგებთ, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმის თქმის საბაბს გვაძლევს, რომ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განაცხადა ბოჟაძემ.