პროტესტის 71-ე დღე - ხუთი მაღაროელი შიმშილობს

სულ ნახვები :
97




...
ჭიათურაში აქცია გრძელდება - პროტესტის 71-ე დღეს ხუთი მაღაროელი შიმშილობს.
მაღაროელებს დღეს სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას, კუთვნილ ხელფასებს და ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ.