ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც მომავალში ომების პრევენციას შეძლებს პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გზით.

.„დღეს თქვენს ხელშია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება — გადაწყვეტილება მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც მომავალში ომების პრევენციას შეძლებს პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გზით. საუბარია სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულს.

დღეს, როცა ლვივში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია შეკრებილი, მოვუწოდებ ევროპას და ჩვენს ყველა დემოკრატიულ პარტნიორს მსოფლიოში, გამოხატონ ამ გადაწყვეტილებისადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა.“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა