ჯულიან ასანჟს ეკვადორის მოქალაქეობა ჩამოართვეს

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეკვადორის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სკანდალური საიტის, WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ ასანჟი 7 წელი თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა. 2019 წელს კი ეკვადორმა მას თავშესაფარზე უარი უთხრა. იმავე წელს ლონდონის პოლიციამ ასანჟი აშშ-ის მოთხოვნით დააკავა.

2021 წლის იანვარში ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ ასანჟის გათავისუფლებაზე უარი თქვა, თუმცა სასამართლომ არც აშშ-ში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა