კიმ ჩენ ინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე რუსეთის საელჩოში აღნიშნა

სულ ნახვები :
100




...
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, პარასკევს ფხენიანში რუსეთის საელჩოს ეწვია, რათა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილე მიულოცა. მას თან ახლდნენ მისი ქალიშვილი და მაღალი თანამდებობის პირები.
კიმმა რუსეთის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ქვეყნებს შორის „უძლეველი ალიანსის“ განმტკიცების პირობა დადო. მან მოსკოვთან ურთიერთობას სტრატეგიული უწოდა და ხაზი გაუსვა რეგიონში ერთობლივი უსაფრთხოების სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ კიმი მოსკოვში გამართულ აღლუმზე მიიწვიეს, ის ფხენიანში დარჩა - სავარაუდოდ, უსაფრთხოების მიზნით.