საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარტიის სანქციების გამო, არის უკუსვლა - ლევან ცუცქირიძე





...
მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარტიის სანქციების გამო, არის უკუსვლა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა რომ ვიყოთ, - ამის შესახებ დღეს, 9 მაისს „თავისუფალი მოედნის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ის პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ეხმარება განვითარებაში, „ქართულმა ოცნებამ“ მტრად გამოაცხადა.
„გვინდა, რომ საქართველო იყოს ლიდერი სახელმწიფო ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით, დემოკრატიის ხარისხით, თავისუფლებით, მოქალაქეების სიმდიდრით, კეთილდღეობით და დაცულობით. ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, ის ორგანიზაციები ვინც აქ არიან წარმოდგენილი, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ქვეყნის მტრად, უცხოეთის ქვეყნის აგენტად, "გლობალური ომის პარტიის" წვერად, "დიფ სთეითის" წარმომადგენლად, ომის დამწყებად და ა.შ. მათ ყველა გამოაცხადეს მტრად და შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი აქ არ არიან. აქ მათი ადგილი არ არის. აქ არის ქართული საზოგადოების, დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საზოგადოების ადგილი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.