ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს

სულ ნახვები :
117




...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს.
პირველი ნაბიჯი იყო დღეს ხელმოწერილი ლვოვის დეკლარაცია, ხოლო ტრიბუნალის ფორმალიზების გზაზე შემდეგი ნაბიჯი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე იქნება ლუქსემბურგში, 2025 წლის 13-14 მაისს.
„ტრიბუნალი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ამოქმედდება, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნებს წამოაყენებს“, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ქსავიე ბეტელმა.