სუროგაციით გაჩენილ ბავშვებს შესაძლოა ორგანოებით ვაჭრობისთვის, ტრეფიკინგისთვის იყენებენ - საფარი

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები - როგორც „საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით,  სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება ამ ბავშვების ბედი, რადგან შესაძლოა, მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის, ტრეფიკინგისთვის იყენებენ.

„აღსანიშნავია, რომ სუროგატი დედის დამქირავებელი მშობლები მუდმივად არიან ჩინელები. ჩვენ არ ვიცით, რა დაინტერესება აქვთ მათ მაინცდამაინც ამ გზით გაჩენილი ბავშვებით, ხომ არ აქვს ადგილი ორგანოებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს რეგულაციები, კანონიც კი არ გვაქვს ამის შესახებ. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქართველოში სუროგაცია ნებადართულია, თუმცა ვინ ახორციელებს, მონიტორინგს ვინ უწევს და ა.შ. ბავშვების ბედით არავინ ინტერესდება“ - აღნიშნა ნინო ანდრიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა