უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც „ჯაშუშობაში“ დასდეს ბრალი





...
უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც „ჯაშუშობაში“ დასდეს ბრალი.
„დღეს ჩვენ გავაძევეთ ორი ჯაშუში, რომლებიც დიპლომატიური საფარქვეშ მუშაობდნენ ბუდაპეშტში, უკრაინის საელჩოში“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სკანდალურმა ხელმძღვანელმა, პეტერ სიიარტომ.
მანამდე СБУ-მ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც უკრაინის საზიანოდ, ბუდაპეშტის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
ქსელის ძირითად ამოცანებში შედიოდა:
ზაკარპატიის ოლქში არსებული ფორტიფიკაციების და რეგიონის თავდაცვისუნარიანობაზე ინფორმაციის მოპოვება.
ზაკარპატიის ოლქში გაშლილი საზენიტო ფარის და რადიოლოკაციური სადგურების სუსტი წერტილების მოძებნა.
ზაკარპატიის ოლქში ადგილობრივი მაცხოვრებლების შეხედულებების შესწავლა, კერძოდ იმ მხრივ, რა მოხდებოდა, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული არმია შევიდოდა.
აგენტურული ქსელის კურატორი უნგრეთის სამხედრო დაზვერვის საკადრო თანამშრომელი და ორბანის დროს დაწინაურებული ოფიცერი იყო. ამ დროისთვის ტარდება ღონისძიებები ქსელის ყველა წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის.