თუ ხელისუფლება ჩაატარებს არჩევნებს თავისი პირობებით, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი - გიგი წერეთელი





...
თუ ხელისუფლება ჩაატარებს არჩევნებს თავისი პირობებით, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი. არ მგონია, რომ რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია ამაზე წავიდეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია „მომხრჩვალი სამოქალაქო სექტორისა და პოლიტპატიმრების პირობებში თავისუფალი არჩევნების ჩატარება“.
„თუ ხელისუფლება ჩაატარებს არჩევნებს თავისი პირობებით, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიუღებელი. არ მგონია, რომ რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია ამაზე წავიდეს. მითუმეტეს, აქ საერთოდ არ არის თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი, მაგრამ, თუ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, არ ანგრევს საბოლოოდ ევროინტეგრაციას, არ აჩერებს ამ პროცესს სრულად, არ შორდება დასავლეთს, ამას სჭირდება დამტკიცება და დადასტურება.
არ ვიცი, სადამდე მივა ეს შეჯახების სურვილი, რა ბოლო მიჯნამდე აპირებენ მისვლას. როგორ შეიძლება, მომხრჩვალი სამოქალაქო სექტორის პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარო, ისევე, როგორც პოლიტიკური პატიმრების პირობებში თავისუფალი არჩევნები ჩაატარო”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.