იმ პრინციპებს, რაზეც ევროპა დგას, ოცნება არ იზიარებს - პეტრე ცისკარიშვილი





...
ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სხვა ღირებულებისკენ მიდის. იმ პრინციპებს, რაზეც ევროპა დგას, "ოცნება" არ იზიარებს - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" კრიზისს ვერ და არ მოაგვარებს, ესენი კრიზისს გააღრმავებენ, რადგან ებღაუჭებიან ძალაუფლებას:
ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სხვა ღირებულებისკენ მიდის. იმ პრინციპებს, რაზეც ევროპა დგას, "ოცნება" არ იზიარებს. საერთოდ ახლოს გაკარება არ უნდათ ამ ღირებულებებთან, რადგან თვლიან, რომ თუ საქართველოში შემოაღწევს, მაშინ მათი გადარჩევა რეალისტური იქნება და პირველ არჩევნებზე დამარცხდებიან. ესენი კრიზისს ვერ და არ მოაგვარებენ, ესენი კრიზისს გააღრმავებენ, რადგან ებღაუჭებიან ძალაუფლებას. მათთვის ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ საქართველოს შიგნით კრიზისი მოაგვარონ" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.