თითქოს სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ფეხზეც ვეღარ დგანან - კახა ქემოკლიძე ოცნებაზე

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნებაში აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ისაუბრა.

კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეში რამდენიმე გზავნილს აგზავნის დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ არსებული სიტუაცია.

„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდის წევრები, ისევე როგორც ნებისმიერი მისი მხარდამჭერი ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ ფორმაში. „ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ახლა რომ გამოდიან და გამალებით საუბრობენ, რომ სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ორ ფეხზე კი არა, ერთ ფეხზეც ვეღარ დგანან იმიტომ, რომ ფარდის მიღმა და მაგიდის ქვეშ დღეში ალბათ რამდენიმე გზავნილს აგზავნიან დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ ეს სიტუაცია. ერთი მხრივ, შენი საკუთარი ამომრჩეველი ატყუო, რომ თითქოს ევროპული პერსპექტივისთვის იღვწი და რაღაც ჯადოსნური 2030 წლისთვის ემზადები, რომ ევროკავშირში შეიყვანო ქვეყანა და ამავდროულად, მეორე ხელით იმ ტოტს ხერხავ, რომელსაც დგახარ, ეს შეუქცევადი პროცესია. შეუძლებელია ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდეს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.



Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა