სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობა ეს არის უკეთეს შემთხვევაში სიბრიყვე - გიორგი ბარამიძე





...
მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობა ეს არის უკეთეს შემთხვევაში სიბრიყვე, – აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძემ შეკითხვაზე, რატომ ცდილობენ აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებას.
„უკეთეს შემთხვევაში მე ასეთ ადამიანებს ვეძახი პუტინის რუსეთის ბინძური პიარის მანქანის სასარგებლო იდიოტებს და უარეს შემთხვევაში არიან პირდაპირ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმთან მოთანამშრომლე ხალხი, რომელიც რაღაც მანქანებით არის მოხვედრილი, ან შემოგზავნილი ოპოზიცია, რომ ოპოზიციის რიგებში, ან ოპოზიციას ირქმევენ. როგორც ვხედავთ, უკვე პოლიტიკური პოლიციის როლიც მოურგიათ, რომ ვიღაცას მიუთითონ, ვისი პლაკატი ეჭიროს ადამიანს და ვისი არ ეჭიროს...
ისაც ეს არ ესმის, ძალიან ბევრი რამ არ ესმის, ესე იგი, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული, რომ ამ ქვეყანამ შეძლოს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ობიექტური ადამიანი ამას ყველა აღიარებს, რომც არ იყოს მიხეილ სააკაშვილის მომხრე, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, რომელმაც შექმნა სახელმწიფოში ინსტიტუციები, რომლის გარეშეც არ არსებობს ზოგადად სახელმწიფო, ქვეყანა“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ზოგიერთი ბრიყვი, ან პირდაპირ კრემლზე, ამ რეჟიმზე მომუშავე ადამიანი ლაპარაკობს, რომ თურმე, ივანიშვილი უნდა გავუშვათ და სააკაშვილი არ უნდა მოვუშვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო შემთხვევაში ის სასარგებლო იდიოტია.
„იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობდა, რომ ეს არის დემოკრატიის მოდელი, რომელზეც მსოფლიო ბანკი წიგნებს ბეჭდავდა, რომ სხვა ქვეყნებისთვის მიეცათ და ეჩვენებინათ, როგორ უნდა ჩაატარო ეკონომიკური რეფორმები“ – განაცხადა ბარამიძემ.