დღეს ყველაზე მკვეთრად იგრძნობა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს ევროპულ მომავალს დაემუქროს - თინა ხიდაშელი





...
ევროპის დღეს წელგამართული ვერ შევხვდით - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, დღეს ვარშავაში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო დაესწრო, საქართველო იმ მაგიდასთან მიწვეულიც კი ვერ იყო.
"ევროპის დღეს წელგამართული ვერ შევხვდით. დღეს ვარშავაში იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო დაესწრო, საქართველო იმ მაგიდასთან მიწვეულიც კი ვერ იყო. ეს არის შედეგი და გამოძახილი ყველა იმ პრობლემის, რომლის წინაშეც "ოცნებამ" ჩვენი სახელმწიფო დააყენა. დღეს ყველაზე უფრო მკვეთრად იგრძნობა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება ჩვენს ევროპულ მომავალს დაემუქროს, თუკი დროულად ცვლილება ვერ მოვახერხეთ". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.