სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან საქართველოსთვის არაფერი მოუტანია - მაია ბითაძე

სულ ნახვები : 369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული ოცნების დეპუტატი, მაია ბითაძე ამბობს, რომ აშშ-სთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს "რეალობაში არაფერი მოუტანა".  

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი განცხადებაა.

"როდესაც საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს. რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა გაძლიერებულიყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის, ფენების აღდგენის, უვიზო მიმოსვლის თაობაზე, მაგრამ ეს ჩვენ ვერ ვიხილეთ", - განაცხადა მაია ბითაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა