წყალიდიდობა ბათუმში - ექსკლუზიური ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„წელამდე წყალი იდგა, ეს პრობლემა ბათუმელებისთვის მოუშორებელია“,  - განაცხადა CNews-თან საუბრისას ბათუმის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

ცნობისთვის: უხვი ნალექის გამო, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 100-ზე მეტი გზაჯვარედინი დაიტბორა, შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა.

წყალი საცხოვრებელ სახლების პირველ სართულებზეც შევიდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა. ასევე, დატბორილია მაღაზიები.

CNews-თან საუბრისას, მოქალაქე ამბობს, რომ ყველაფერი დატბორილია და გარეთ გასვლა შეუძლებელია.

„ბორდიურებზე ამოვიდა წყალი, ვერანაირად გავდივართ. ახლა აღარ წვიმს, დაიწყო წყალმა გასვლა, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თავისით იკლებს წყალი“, - განაცხადა CNews-თან ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის კვეთაში მცხოვრებმა მოქალაქემ.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა