„კიდევ ვინმეს მოკლავთ“ - ვახო სანაია ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს

სულ ნახვები : 367
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ ყოველდღიურად,“ - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ვახო სანაია დღევანდელ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქემ ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და მის რესპონდენტს წყალი გადაასხა. სანაია მომხდარზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და კულტურის მინისტრს და პირველ ვიცე-პრემირს თეა წულუკიანს აკისრებს.

„ღარიბაშვილო და წულუკიანო, ორი დღის წინ კინაღამ მანქანით დაეტაკნენ ჟურნალისტებს, როცა რესპონდენტს წერდნენ. დღეს წყალი გადაასხეს კორპუსიდან, როცა რესპონდენტს წერდნენ.

აღარ ჩამოვთვლი, როგორ იქცევით თქვენ, როცა ძალადობრივი მოწოდებებით დაწყებული, მიკროფონის გატაცებითა და ქუჩაში პლაკატების გაკვრით გაგრძელებული, პირადად მოუწოდებთ ჟურნალისტების მკვლელობისკენ ყოველდღიურად. დიახ, მკვლელობისკენ - იმიტომ, რომ ეს ფაქტები ძალიან ცუდი ამბისკენ მიდის. კიდევ ვინმეს მოკლავთ, თუ ასე გაგრძელდა.

გამაოგნებელია, რომ ლექსოს მკვლელობა არ გეყოთ. ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ვიღაცის შვილები, დედები, მამები, დები და ძმები არიან ! დაფიქრდით, რას აკეთებთ !

კიდევ მოკლავთ ვინმეს“, - წერს სანაია სოციალურ ქსელში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები