საქართველო „ევროვიზია 2025“-ის ნახევარფინალში 15 მაისს წარდგება

სულ ნახვები : 392
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ, 15 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, რომელზეც საქართველო მე-10 ნომრად იქნება წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს, საქართველოს „ევროვიზიაზე“ მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ერთპიროვნულად, ღია შერჩევის წესის გარეშე შეირჩა, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება მოჰყვა.

„ევროვიზიამდე“ შენგელია აქტიურად იღებდა მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში და მას ამ დრომდე არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, ახალგაზრდების ცემაზე, დაპატიმრებებზე, მედიის წარმომადგენლების ცემასა და ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, სხვადასხვა უცხოურ გვერდებზე, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობა ხმის მიცემა „ევროვიზია 2025“-ში მონაწილე ქვეყნებისთვის, საქართველო, 562 ხმით კვლავ ბოლო ადგილზეა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა