5 ივლისის ძალადობის საქმე - საგამოძიებო უწყება დღეს გიგა მაქარაშვილს გამოკითხავს

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მოძრაობის სამი წევრი უკვე გამოიკითხა, გიგა მაქარაშვილი იქნება მეოთხე,“ - განუცხადა CNews-ს  იურისტმა ვანო ჩიტაშვილმა.

ჩიტაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებას მიაწოდეს შესაბამისი ჩანაწერები, სადაც ,,სირცხვილიას“ ოფისის დარბევის ეპიზოდში მონაწილე მოძალადე-რადიკალები არიან აღბეჭდილი.

,,სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის ფაქტს ეხება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის სამი წევრი უკვე გამოიკითხა, გიგა მაქარაშვილი იქნება მეოთხე. ეს ოთხი ადამიანი იმყოფებოდა ოფისში მაშინ, როდესაც რადიკალები შეიჭრნენ და ისინი გარეთ გამოყვანას სირცხვილის კორიდორის დახმარებით მოითხოვდნენ. რაც შეეხება ფაქტებს, ვიდეოჩანაწერები ჩვენ რაც მოვიძიეთ, სოციალურ სივრცეში გავრცელებული მასალებიდან, ყველაფერი გამოძიებას უკვე მივაწოდეთ. რაც შეეხება იდენტიფიცირებას, გარდა იმისა, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ძალადობას, სახელებით და გვარებით ვერ მოვახდინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენ არ გვაქვს შესაბამის ბაზებზე წვდომა, თუმცა მიწოდებული ჩანაწერებში მყოფი პირების შესახებ დეტალურად ავუხსენით, ვინ სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა იმ მომენტში“, - განუცხადა CNews-ს მაქარაშვილის ადვოკატმა, ვანო ჩიტაშვილმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა