ჰუსიტებმა უცხოელებს მოუწოდეს, დატოვონ ისრაელი საკუთარი უსაფრთხოებისთვის





…
ჰუსიტებმა უცხოელებს მოუწოდეს, დატოვონ ისრაელი საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
„ლოდას აეროპორტში (ისრაელი) ყველა ავიაკომპანიამ სერიოზულად უნდა მიიღოს იემენის გაფრთხილებები და აიღოს პასუხისმგებლობა მათი თვითმფრინავებისა და მგზავრების, ასევე ჰაიფას პორტში მყოფი გემების უსაფრთხოებაზე. ყველამ, განსაკუთრებით კი უცხოელებმა, უნდა დატოვონ ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზას წინააღმდეგ აგრესია და ესკალაცია გაგრძელდება“, - წერს ამერი, იემენის ჰუსიტური ორგანიზაცია „ანსარ ალაჰის“ პრესსამსახურის უფროსის მოადგილე, თავის X-ანგარიშში.
დღეს, 22 მაისს, დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა ჩაჭრა. მოგვიანებით, იემენის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, სარამ, ბენ-გურიონის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის დაწყების შესახებ განაცხადა.