ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ყაზანიდანაც დაინიშნა ავიარეისები





...
Nordwind Airlines-მა ყაზანიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში ფრენის ნებართვა მიიღო. როსავიაციის შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნებულია დეპარტამენტის ვებსაიტზე.
„სევერნი ვეტერს“ თათრეთის დედაქალაქიდან სოხუმში კვირაში ხუთჯერ შეეძლება ფრენა. დოკუმენტში არ არის მითითებული, თუ როდის დაიწყება ფრენები. თუმცა, აპრილის ბოლოს, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ყაზანსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნა 4 ივნისს იგეგმება.
ახლა „როსავიაციამ“ „ივეტე აეროს“ მოსკოვიდან და ნალჩიკიდან სოხუმში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. Nordwind-ს ოკუპირებულ აფხაზეთში ყაზანიდან და უფადან ფრენა შეეძლება. ავიაკომპანია „იკარს“ ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმამდე რეისების შესრულება შეუძლია.
პირველ მაისს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა, რომელიც 33 წლის წინ საქართველო-აფხაზეთის ომის გამო შეწყდა, აღდგა. ვნუკოვოდან ფრენა თათრეთის ავიაკომპანია „YVT Aero“-მ შეასრულა. 50 მგზავრით აღჭურვილი თვითმფრინავი 3 საათსა და 40 წუთს ასრულებდა ფრენას.