კახეთში ქვესადგურს მეხი დაეცა

სულ ნახვები : 440
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი ძლიერი წვიმის დროს სოფელ ქედლის ქვესადგურზე მეხის დაცემაა, რამაც მაღალი ძაბვის კაბელები დააზიანა.

გარდა ამისა, მწყობრიდან  გამოვიდე სოფელ მაღაროს ქვესადგურიც.

ადგილზე მობილიზებულია “ენერგოპროს” შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც დაზიანებული კერების აღდგენაზე მუშაობენ.

უამინდობის გათვალისწინებით , სპეციალისტები განმარტავენ, რომ სოფელ მაღაროს დენი სავარაუდოდ, დღის ბოლოს აღუდგება, ხოლო სოფელ ქედელში კი ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ალბათობით ხვალ მოხდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა