„ქუჩაში გაცილებით სუსტია ოპოზიცია, ვიდრე - დარბაზებში“ - დავით ბერძენიშვილი

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნინო ბურჯანაძემაც და გიგია ბოკერიამაც) ჩათვალეს, რომ მომენტიაო და დაუცაცხანეს ოპოზიციონერ დეპუტატებს - გამოდით ახლა პარლამენტიდანო, ხომ ხედავთ, გააბითურა შარლ მიშელი და მთელი დასავლეთი ბიძინამ და კამპანიამო, მაგრამ... დასავლეთი რომ კვლავ საქართველოს მეგობარია,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი წერს და ვრცელი „ფეისბუქპოსტით“ „ოცნების“ მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ქვეყნაში შემქნილ ვითარებას აფასებს:  

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუყოვნებელი რეაქციით „ოცნებას“ თითი დაუქნია. სენატორმა რიშმა გუშინვე დაგმო საქართველოს ხელისუფლების გასვლა მიშელის შეთანხმებიდან. ევროპარლამენტარმა კრამონმა გააკრიტიკა ხელისუფლებაც და თბილისში ჩამოვიდა. შარლ მიშელმა "ორი თბილი სიტყვა", ეტყობა, უკვე უთხრა სალომე ზურაბიშვილს და ველოდებით საჯაროდ გაცხადებულ მკაცრ შეფასებებს.

გუშინ კი პოლიტიკურად და ინტელექტუალურად 19 აპრილს დამარცხებულმა, თამაშგარე მდგომარეობაში უფუნქციოდ დარჩენილმა მივიწყებულმა ბოიკოტისტებმა (კვალიფიციურმაც და არაკვალიფიციურმა სუბიექტებმაც, ნინო ბურჯანაძემაც და გიგია ბოკერიამაც) ჩათვალეს, რომ მომენტიაო და დაუცაცხანეს ოპოზიციონერ დეპუტატებს - გამოდით ახლა პარლამენტიდანო, ხომ ხედავთ, გააბითურა შარლ მიშელი და მთელი დასავლეთი ბიძინამ და კამპანიამო. ფბ-ის ყოვლისმცოდნე ნაწილმა, ნაცებმაც და არანაცებმაც, კვლავ გაცვეთილი ბოიკოტი მოითხოვეს, თითის ქნევით და არაკორექტულიბის თანხლებით.

ნიკა გვარამიას ოპოზიციაში გამყიდველის ძიების ვიქტორინა გამოუვიდა - აყვა ხალხი. ნაცაქტივისტებში სალომე სამადაშვილი და გიორგი ვაშაძე ლიდერობდნენ.

მამუკა ხაზარაძე შეტორტმანდა ცოტა ხნით და პარლამენტში კი უნდა დავრჩეთ, მაგრამ თვითმმართველობას, იქნებ, ბოიკოტი გამოვუცხადოთო. დიდხანს არ გაჰყოლია არც მას და, მით უმეტეს, მის პოლიტიკურ პარტია/ ფრაქციას ეს ორჭოფობა - დღის ბოლოს მშვიდად და აკადემიურად საუბრობდა ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ნიკა გვარამიას ეთერში.

გიგა ბოკერიას მცდელობაც, სალომე სამადაშვილი ენმ-ს ლანძღვასა და უტიფრობაში ემხილა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

საპირისპირო მოთხოვნა უფრო კატეგორიული, კომიკურიც კი იყო - აბა, დატოვეთ სასწრაფოდ პარლამენტი და მოგვყევით თვითმმართველობის არჩევნებშიო....ბოკერიამ ბრძანა (ძაან არ გაუმართლა წუხელ, ვერაა ფორმაში მიშელის დოკუმენტის მისთვის მოულოდნელი გაჩენის შემდეგ, გაუჭირდა საკუთარი შეცდომის აღიარება - ეგონა, რომ მისი დასტურის გარეშე ვერ გაბედავდნენ ხელმოწერას სხვები, მიაჩნდა, რომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა, ლელოსაც, ჯაფარიძესაც და ა.შ.) - ყველა მიმართულებით ისროდა და სულ თავს და საკუთარ პარტიას აზიანებდა).

საპარლამენტო ოპოზიციის ორივე ფრაქცია და სამივე პარტია ადეკვატურად იქცევა, დასავლეთის მხარდაჭერის ზრდას პროგნოზირებს (რაც დასტურდება) და პლურალისტურ, მრავალფეროვან ოპოზიციურ საქმიანობას აღრმავებს.

ამაში პოზიტიურ როლს თამაშობს როგორც ნიკა მელია/ხატია დეკანოიძის ენმ, რომელიც აშკარადაა განახლების რთულ პროცესში და ახალი კურსის ჩამოყალიბებას ცდილობს სწორედ პოლიტიკური პლურალიზმის მიმართულებით.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საპარლამენტო პარტიების თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება როგორც ერთმანეთთან ისე ენმ- თან.

არიან ქოცები, ნაცები....გაჩნდა გახარია ხელისუფლების ორბიტაზე და საპარლამენტო ოპოზიციის ორი ფრაქცია სამი პარტიით - ლელო, სტრატეგია, რესპები. ზურა გირჩი, ასევე, პოლიტიკური პლურალიზმის ფორმირებაში პოზიტიურ როლს ასრულებს.

ვითარება კი რთულია. პროცესი მრავალსვლიან კომბინაციას მოითხოვს. ქუჩაში გაცილებით სუსტია ოპოზიცია, ვიდრე დარბაზებში - ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ.

43 პროცენტი რჩება მთავარ ოროენტირად.

ძალიან მნიშვნელოვანია თბილისსა და სხვა თვითმმართველ ერთეულებში იპოზიციის წარმატება. დედაქალაქსა და თვითმმართველ ქალაქებში ოცნება 43 პროცენტს კი არა 40- საც ვერ აიღებს, თუ ოპოზიცია და მისი მრავალფეროვანი ამომრჩეველი ერთმანეთს ნდობას გამოუცხადებს. არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს. ყველას უნდა ჰყავდეს საკუთარი დიდი, საშუალო თუ სულ მცირე პოლიტიკური ორიენტირი მერების, მაჟორიტარების და პროპორციული სიის არჩევნებში. დაბალი ბარიერი და ზოგი სხვა სიკეთე თვითმმართველობაში უკვე გამოღლეტილია, მიღწეულია.

დაბოლოს, „ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დარღვევა და მისი მარწუხებიდან თავის დაძვრენის მცდელობა ხომ ადასტურებს, რომ ოპოზიციას მოუგია მიშელის შეთანხმებით და წაგებული ხელისუფლება ახლა გარბის ამხელა საერთაშორისო წნეხის, მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად. ხელმოწერა რომ სწორი ყოფილა და დასავლეთი რომ კვლავ საქართველოს მეგობარია, ხომ ეს დაადასტურა გუშინ, 43 პროცენტით და სხვა შეზღუდვებით შეშინებულმა ხელისუფლებამ?! მარტივია.“ 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები